რონალდუ:"მე მსურს ოქროს ბურთის მოგება"
"მე ბედნიერი ვარ მადრიდის "რეალში", რადგან ჩვენ ყოველთვის დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით."
"ლოს ანჯელესში მზადება შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ იდეალურ კონდიციებში ვიმყოფებით."
"მე ვფიქრობ, რომ ესპანეთში ნებისმიერი გუნდი მხოლოდ მესამე ადგილს უნდა დასჯერდეს."
"ოქროს ბურთი? ჩემი აზრით ეს ჯილდო უნდა გადაეცეს იმას, ვინც ნამდვილად იმსახურებს. რა თქმა უნდა მსურს ოქროს ბურთი კიდევ ერთხელ ავიღო. სხვა რამე, რომ მეთქვა, მოვიტყუებოდი. მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ჩემს ნათქვამს ბევრი არასწორად იგებს."
"წინა სეზონში რთული და ამაღელვებელი მომენტები გამოვიარეთ. ბაიერნთან მატჩში იმედგაცრუებულნი დავრჩით. მე პენალტი პირველმა დავარტყი და არ გამიმართლა. ასევე ევროპის ჩემპიონატიც ამაღელვებელი აღმოჩნდა. პენალტის დარტყმა ბოლოს გადავწყვიტე, მაგრამ არ დამცალდა. სამწუხაროდ თერთმეტრიანების სერია ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა. ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს თუ ვინ დაარტყამს პენალტს პირველი, მეორე ან მესამე. ეს ყველაფერი მაინც ლატარეაა."
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 3 აგვისტო 2012
- 2 572
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.