ჩაბი ტრავმირებულია
ალონსომ აშშ–ში ტერფი დაიზიანა...
AS-ის ცნობით, ჩაბი ალონსო ტრავმირებულია. მან ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა, როგორც ექიმები იტყობინებიან საშიში არაფერი არ არის და იგი მალე გამოჯანმრთელდება. ჩაბი კი "ლოს–ანჯელეს გალაქსისთან" ვერ ითამაშებს და მოუ შანსს ნური შაჰინს მისცემს, რომელსაც არ მოუწია ბევრი მატჩის ჩატარება წინა სეზონში.
ბასკი მოთამაშე უახლოეს პერიოდში, დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და მოედანზე დაბრუნების ვადებიც შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე ექიმებს იმედი აქვთ, რომ ალონსოს სეზონის სტარტის გამოტოვება არ მოუწევს.
- 31 ივლისი 2012
- 2 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.