დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე: კაცი ლეგენდა

ადამიანი, რომელმაც ”მადრიდის რეალი” მსოფლიოს საფეხბურთო ოლიმპის მწვრვალზე აიყვანა და სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი კლუბისა და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. ადამიანი, რომელმაც თავისი მთელი შეგნებული ცხოვრება ”მადრიდის რეალს” მიუძღვნა, თავიდან, როგორც ფეხბურთელმა, მერე როგორც პრეზიდენტმა. ადამიანი, რომელმაც გუნდში დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო, მუნიოსი და სხვა ბევრი სახეები მოიყვანა. დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე-ადამიანი-ლეგენდა.

ბავშვობა


სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე დაიბადა 1895 წლის 8 ივნისს ალმანსეშუ ვალენსიელი ადვოკატის ხოსე ბერნაბეუ იბანიესის და სინიორ ანტონია დე იესტე ნუნიესის ოჯახში. ადრეულ ასაკში სანტიაგო გადავიდა მადრიდში თავის დასთან და სამ ძმასთან ერთად: იზაბელ, ხოსე , ანტონიო და მარსელო. ესპანეთის დედაქალაქში მოსვლიდან სანტიაგომ ჩააბარა ავგუსტინა სან-ლორენცოს სახელობის კოლეჯში, სადაცი დაიწყო ფეხბურთის წესებისა და თამაშის სწავლა, ვინაიდან, მისივე სიტყვებით, ”ეს იყო ერთადერთი საშუალება გაგერთო თავი ეზოში”. მას მოსწონდა კარში დგომა, მაგრამ ძმებმა აიძულეს ის ეთამაშა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. დაწყებითი კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა სანტიაგომ კარდინალ სისნეროსის სახელობის ინსტიტუტს მიაშურა მადრიდში, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1909 წელს , 14 წლის ასაკში, მას აუხდა დიდი ხნის ოცნება , ეთამაშა ”მადრიდის ეალში. იმ დროისთვის ახალგაზრდულ გუნდში. ამ საფეხბურთო ჟინის მაგალითი დადგა 1912 წელს, როცა მისმა ოჯახმა იქირავა მიწა ო’დონელის ქუჩაზე. სანტიაგო იყო პირველი მოხალისე, რომელიც ყოველ ღამე მოდიოდა აქ, რომ მოეწესრიგებინა მინდორი. დონ პედრო პარახესმა საკუტარი ჯიბიდან გადაიხადა ფული ხის კარების საყიდლად, რომელიც საზღვრავდა მოედნის საზღვრებს, ხოლო ბერნაბეუმ ისინი შეღება. 17 წლის ასაკში, 1912/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ის ”მადრიდის რეალის” პირველ გუნდში გადავიდა, სადაც 1928 წლამდე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, მან მოიგო ესპანეთის თასების თასი და ცხრა რეგიონალური თასი.

ინსტიტუტის შემდეგ სანტიაგომ მადრიდის ცენტრალურ უნივერსიტეტში ხელი მიჰყო სამართლის შესწავლას და მიიღო ადვოკატის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის დასაწყისში ბერნაბეუ ”მადრიდის რეალის” ერთ-ერთი ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად ითვლებოდა, მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრაც კი არ უთამაშია. ერთხელ ის მაინც გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ გარიცხეს განაცხადიდან იმის გამო, რომ საჯაროდ გააკრიტიკა რეგიონალური კოტირების სისტემა, რომლის მიხედვიტაც ხდებოდა ფეხბურთელების არჩევა ეროვნულ ნაკრებში.

დაასრულა რა ფეხბურთელის კარიერა 1928 წელს პირველ გუნდში თხუთმეტწლიანი გამოსვლის შემდეგ, გახდა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი. შემდეგ ის მოხვდა კლუბის კაბინეტში, ასრულებდა რა ტექნიკური მმართველის მოვალეობას, ცვლიდა რა თვით დონ ხოსე ბერაონდოს. ერთი წლის შემდეგ კლუბის დირექციაში შევიდა, 1935 წლამდე ბერნაბეუ იკავებდა სხვადასხვა პოსტებს ”მადრიდის რეალში”: მეორე მწვრთნელი, მწვრთნელი, კლუბის რწმუნებით აღჭურვილი პირი და დირექტორი.

რესპუბლიკა და სამოქალაქო ომი


ესპანეთის 1936-39 წლების სამოქალაქო ომი ესპანურ ფეხბურთსაც შეეხო. ომის პერიოდში გადადებულ იქნა ნაციონალური ჩემპიონატი და მას მომყოლი ყველა ოფიციალური ღონისძიებები. ბერნაბეუ იყო CEDA-ს (ესპანეთის დამოუკიდებელი სამართლის კონფედერაცია-აერთიანებდა ესპანეთის პოლიტიკურ პარტიებს, დაარსდა 1933 წლის 4 მარტს), რის გამოც მოხვდა იმ ადამიანთა შავ სიაში, რომელთა დაპატიმრებასაც აპირებდა კომუნისტური პარტია, ამიტომაც მას მოუწია გაქცევამ ”ნაციონალურ ზონაში” (სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის ტერიტორია ზონებად იყო დაყოფილი, რომელსაც აკონტროლებდნენ რესპუბლიკელები და ნაციონალისტები). მოხვდა რა, არასახიფათო ტერიტორიაზე, ბერნაბეუ ჩაეწერა ესპანეთის ნაციონალური არმიის რიგებში, 150-ე განყოფილებაში არაგონის ფრონტიდან, რომელსაც მეთაურობდა გენერალი მუნიოს გრანდესი. მონაწილეობა კამპანია ”კატალონიაში” და დაჯილდოებულ იქნა არმიის კამპანიის მედლით.

ომის დასრულების შემდეგ საფეხბურთო გუნდები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ცდილობდნენ ფეხზე წამოდგომდა. ”მადრიდის რეალისთვის” სიტუაცია ძალიან კრიტიკული იყო. სამოქალაქო ომმა სრულიად მოშალა კლუბის სტრუქტურა და რესურსები. არ იყვნენ არც ფეხბურთელები, არ იყო არც ფული, გუნდის შესაქმნელად. გუნდის ავლა-დიდება გაქურდული აღმოჩნდა (ყველაფერთან ერთად გაიტაცეს რამოდენიმე თასი, რომლებიც კლუბმა საუკუნის დასაწყისში მოიგო) და გარდა ამისა, არ იყო არანაირი ოფიციალური დახმარება, ვინაიდან არმია მხარს უჭერდა ”მადრიდის ატლეტიკოს” და მას ”ატლეტიკო ავიასონსაც” უწოდებდნენ.

1943 წლის 15 სექტემბერს სნატიაგო ბერნაბეუ არჩეულ იქნა ”სამეფო გუნდის” პრეზიდენტად. ამ თანამდებობას ის სიკვდილამდე, კერძოდ კი 1978 წლის 2 ივნისამდე ინარჩუნებდა.

”მადრიდის რეალის” პრეზიდენტი


მალე სანტიაგო ბერნაბეუმ დაიწყო აღმშენებლობაზე მუშაობა, კერძოდ ”ახალი ჩამარტინის” (იმ დროისთვის ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონის) და სორტული ქალაქის მშენებლობა წამოიწყო, სადაც ფეხბურთელებს შეეძლოთ ერთდროულად ეცხოვრათ და ევარჯიშათ, სადაც შეიძლებოდა კანტერას განვითარება , ხოლო კლუბის წევრებს შეეძლებოდათ მისი მოწყობილობებით დატკბობა. რაიმუნდო საპორტასთან ერთად, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო, ბერნაბეუმ კლუბში ააღორძინა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც იყო კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი და ტანვარჯიში. 1947 წლის 14 დეკემბერს ”ახალი ჩამარტინი” ოფიციალურად გაიხსნა , გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ”მადრიდის რეალი” და პორტუგალიური გუნდი ”ბელენენსეში” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა 3:1 დასრულდა ესპანური გუნდის სასარგებლოდ.

1952 წელს ”მადრიდის რეალმა” ამხანაგურ შეხვედრაზე კლუბის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოიწვია კოლუმბიური ”მილონარიოსი” ბოგოტადან. ამ თამაშში ბერნაბეუს გუინდი დაკარგულად გამოიყურებოდა ”მილონარიოსის” ულტრა შემტევითი ფეხბურთის შემხედვარე. მეტოქეს მაშინ ალფრედო დი სტეფანო ედგა სათავეში, კოლუმბიელებმა მთელი პუბლიკა აღაფრთოვანეს და დაადუმეს, მათ შორის სანტიაგო ბერნაბეუ, მეტოქემ ”მადრიდის რეალი” 4:2 დაამარცხა მისსავე სტადიონზე. დი სტეფანომ შეუდარებელი შტაბეჭდილება დატოვა, მან იმ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

”მე მინდა ეს ფეხბურთელი, რაც არ უნდა ღირდეს ის, ეს არგენტინელი ”მადრიდის რეალში” უნდა თამაშობდეს”-ასეთი სიტყვებით მიმართა ბერნაბეუმ რაიმუნდო საპორტეს.

ამის შემდეგ, დონ სანტიაგომ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა გუნდში, რომლებმაც ”მადრიდის რეალის” ოქროს ხანა შექმნეს: პაკო ხენტო, ლუის მოლოვნი, ხოსე სანტამარია, მიგელ მუნიოსი, რაიმონ კოპა, ხოსეიტო, ხოსე ექტორ რიალი და ფერენც პუშკაში. დი სტეფანოს შეძენა, რომელმაც მოიგო ხუთი პიჩიჩის ტიტული ზედიზედ, მოიტანა მესამე ჩემპიონობა 21 წლიანი ”მშრალი სერიის” შემდეგ.

1955 წლის 4 იანვარს ”მადრიდის რეალის” გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიიღეს ერთხმად გადაწყვეტილება, რომ სტადიონ ”ახალ ჩამარტინს” დარქმეოდა ”სანტიაგო ბერნაბეუ”. დონ სანტიაგოს არ მოეწონა ეს იდეა, ის ცდილობდა გაქცეოდა აღიარებას და გარდა ამისა, სახელწოდება ”ჩამარტინი” იყო მისი ცხოვრების ნაწილი.

ნაციონალური ჩემპიონატის რამოდენიმე სეზონის ჩატარების შემდეგ, ბერნაბეუ გამოვიდა იდეით შეექმნათ ევროპული ტურნირი, სადაც გუნდები-ნაციონალური ჩემპიონები სხვადასხვა ქვეყნებიდან, შეძლებდნენ ერთმანეთში გაეთამაშებინათ ევროპის ჩემპიონის თასი. ბევრმა ეს იდეა გიჟურად ან სულაც სულელურად ჩათვალა. სანტიაგოს იდეას ფრანგული ჟურნალ ”L'Équipe”-ის კორესპოდენტმა გაბრიელ ანომ დაუჭირა მხარი. სწორედ მან მოახინა ამ შეხვედრის ორგანიზება ბედრინიაკოვთან (ერთი ფრანგი, რომლის შესახებაც ბევრი რამე არაა ცნობილი) და გუსტავო სოვესთან (უნგრელი მწვრთნელი, გუნდ ”უნგრელი ჯადოქრები”-ს შემქმნელი) ერთად. უეფამ მიიღო ეს იდეა და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დათანხმდა ტურნირის ჩატარების ორგანიზებას.

დონ სანტიაგოს მიერ შექმნილმა გუნდმა დი სტეფანოს მეთაურობით, ახალი ევროპის თასის ზედიზედ პირველი ხუთი ტურნირი მოიგო, დაამხო რა ყველა რეკორდი და ევროპის კონტინენტის აღტაცება დაიმსახურა თავისი თამაშით. რამოდენიმე კლუბმა, რომელთა შორის ”ლიდს იუნაიტედი” იყო, თავიანთი ფორმაც კი შეცვალეს , მასში მათ თეთრი ფერი ჩაამატეს ”მადრიდის რეალის” საპატივცემლოდ. ”გუნდი, რომელმაც ფეხბურთი ხელახლა გამოიგონა” - ასე დაახასიათა ჟურნალმა ”L'Équipe”-მა. ბრიტანულმა ”The Times”-მა დაწერა: ” ”მადრიდის რეალი” ევროპაში გულაობს, ისე როგორც ჩვენს ქვეყანაში ვიკინგები გულაობდნენ: ანადგურებენ ყველას და ყველაფერს თავიანთ გზაზე”. მაგის შემდეგ, ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს ”ვიკინგებს” ეძახდნენ.

1966 წელს ”მადრიდის რეალმა” მეექვსე ევროპის თასი მოიგო იმ შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებული იყო ყველა ესპანელით. ”მადრიდის რეალი”, ”სელტიკი” და ”სტიაუა” - ერთადერთი კლუბები არიან , რომლებმაც მოახერხეს ამ ტიტულის მოგება უცხოელი ლეგინერების გარეშე. ბერნაბეუს, რომელიც იყო ფხბურთელი, მწვრთნელი, შესანიშნავად ესმოდა თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგია და შეეძლო გაეერთიანებინა, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები.

დონ სანტიაგო მუდამ მორიდებული და უბრალო ადამიანი იყო. დადის ლეგენდა, რომ მან აუკრძალა კლუბს მისთვის , როგორც პრეზიდენტისთვის ხელფასის გადახდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო დღეებში, როცა უკვე სიმსივნეთი იყო დაავადებული, ის არ აძლევდა თავის მეუღლეს იმის საშუალებას და უფლებას, რომ კლუბის პენსია მიეღო. თუ მათ სახლში გაზეთი მოქონდათ, ის მიდიოდა სალაროში, რომ გადაეხადა მისი ღირებულება, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებზე კოსტუმით დადიოდა, რომელიც ისე იყო გაცვეთილი, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისთვი დაბადების დღეზე ახალი კოსტუმი ეჩუქებინათ.

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, სანტიაგო ბერნაბეუ თავს არ ანებებდა თავის მოვალეობას. მისმა ბოლო გამოჩენამ მოედნის ტრიბუნებზე წარმოუდგენელი რეაქცია გამოიწვია სტადიონზე, როცა 120 ათასი მაყურებელი დამაყრუებელი ოვაციებით შეეგებნენ კლუბის ლეგენდასა და გმირს, ოვაციებში იყო ჩაქსოვილი ყველაფერი, შეძახილები, ცრემლები იმ ადამიანის საპატივცემლოდ, რომელმაც თავისი ოცნება საფეხბურთი კლუბ ”მადრიდის რეალის” ყველა გულშემატკივარის სიხარულად და ბედნიერებად აქცია.


1978 წლის მარტში ბერნაბეუმ მიიღო ოქრო-ბრილიანიტ მოჭედილი მედანი ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის პაბლო პორტისგან. 1978 წლის 19 აპრილს, სამეფო თასის ფინალში , რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ზე ტარდებოდა, მეფე ხუან კარლოსმა დააჯილდოვა დონ სანტიაგო ოქროს მედლით სპორტული დამსახურებების გამო. ერთი თვის შემდეგ, კულტურის მინისტრი პიო კანანილიასმა გადასცა მას ოქროს ჯილდო სპორტული დამსახურებებისთვის. ხუთი დღის შემდეგ, დონ სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებში მან თავის ახლო მეგობრებს თხოვა, რომ არ დეტოვათ მისი მეღლე დაცვის გარეშე. ეს მოხდა 1978 წლის 2 ივნისს. 100 ათას ადამიანზე მეტი მოვიდა ლეგენდასთან დასამშვიდობებლად, სამოქალაქო პანაშვიდი მისსავე სახელობის სტადიონზე გადაიხადეს. დაკრძალვა დონ სანტიაგოს მშობლიურ ქალაქში გაიმართა და მთელი ალმანასი ქუჩაში იყო გამოსული მისი სასახლის გასაცილებლად.

მისი გარდაცვალება დაემთხვა არგენტინაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისს. ჩემპიონატის პირველ დღეს ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, ხოლო ფიფამ გამოიტანა რეზოლუცია სამ დღიანი გლოვის დღის გამოცხადების შესახებ.

დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე: კაცი ლეგენდა


ურთიერთობა ხელისფულებასთან


ბერნაბეუს ფრანკისტულ (ფრანკოს მომხრეები) რეჟიმის წარმომადგენლებთან რამოდენიმე კონფლიქტი ქონდა, რომლებსაც შეეძლოთ მისი სიცოცხლისთვის საფრთე შეექმნათ. მაგალითად, კონფლიქტი გენერალ მილან ასტრაისთან, რომელიც ესპანური ლეგიონის დაამარსებელი და გენერალ ფრანსისკ ფრანკოს არმიის კომპანიონი გახლდათ. მილან ასტრაი ”ჩამარტინის” სტადიონზე ”თეთრების” ერთ-ერთ შეხვედრას სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თვალს. მან იქ ერტ-ერთი სტუმრის მეუღლეს არშიყი დაუწყო. ამ ინციდენტის შესახებ გაიგო რა დონ სანტიაგომ, ავიდა ლოჟაში და გენერალი იქიდან გააძევა, ამასთან ერთად მას საერთოდ მოედანზე გამოჩენა აუკრძალა. მილან ასტრაი დონ სანტიაგოს მოკვლით დაემუქრა და მხოლოდ გენერალი მუნიოს გრანდესის ჩარევამ გადაარჩინა დონ სანტიაგო სიკვდილს.

შემდეგი ინციდენტი რაიმუნდო საპორტას სახელლობის სპორტის მოედანზე მოხდა. საკალათბურთო შეხვედრის დროს ”რეალსა” და ”მაკაბის” შორის დონ სანტიაგომ მოიხსნა თავისი ”მადრიდის რეალის” ოქროს მედალი და ის ისრაელის გენერალ მოსე დაიანუს აჩუქა, რომელიც ”მადრიდის რეალის” დიდი ხნის გულშემატკივარი იყო. ამან გამოიწვია ხელმძღვანელობის გაბრაზება, ვინაიდან გენეალი ფრანკოს რეჟიმი არ აღიარებდა ისრაელის ხელისუფლებას და კიდევ უფრო გაუარესდა არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება კლუბსა და ფრანკოისტულ რეჟიმს შორის.

ამ დაპირისპირებამ აიძულა იგი უარი ეთქვა 1973 წელს ახალი სტადიონის მშენებლობაზე. ხელისუფლებამ და მადრიდის მერმა არიას ნავარრომ ”ბლანკოსების” პრეზიდენტის პროექტი სპეციალურად ჩააგდეს.

დონ სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე: კაცი ლეგენდა


ტიტულები


სანტიაგო ბერნაბეუმ ”მადრიდის რეალში” 35 წელი დაყო, რომლის განმავლობაშიც, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდებმა უამრავი ტიტული მოიგეს (ჩამონათვალში არაა შეტანილი ის ტიტულები , რომლებიც სპორტის სხვა სახეობაში იქნა მოპოვებული)

ფეხბურთი:

16 ესპანეთის ჩემპიონი

6 ჩემპიონთა თასი

6 ესპანეთის თასი

1 Мკონტინენტთაშორისი თასი

2 ლათინური თასი

2 პატარა მსოფლიო თასი

1 სანტო კომპოსტელანოს თასი

1 კოსტა დელ სოლ

1 გრაფ დე ფანოსის ტასი

1 სიუდად დე პალმას თასი

1 Тაიდ ელ კაბირის თასი

1 ბენიტო ვიამაირას თასი

1 კოლომბიანო

1 მოჰამედ V-ს თასი

5 ტერესი ერერას თასი

5 Тრამონ კარანსას თასი

1 იმპორტალ ტერესის თასი

1 კონსელიონ არენალი

1 ”მადრიდის რეალის”75 წლისთავის თასი

კალათბურთი:

19 ესპანეთის ჩემპიონატი

18 ესპანეთის თასი

6 ჩემპიონთა თასი

3 მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი

8 ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის

11 საშობაო ტურნირი

  • shvela
  • 29 ივლისი 2012
  • 2 997
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)