ქართველების პირველი ოქრო ოლიმპიადაზე
წარმატებით დაიწყო ქართველთა ასპარეზობა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. ძიუდოში, 66კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. მან ფინალში გამოცდილი უნგრელი ძიუდოისტი მიკლოშ უნგვარი იუკოთი დაამარცხა. ფინალამე კი ლაშამ ოთხი ორთაბრძოლა იპონით მოიგო. ადმინისტრაციის სახელით მინდა, ლაშას და სრულიად საქართველს ეს უდიდესი წარმატება მივულოცო.
სამწუხაროდ, დღეს 73 კგ. წონით კატეგორიაში მარცხი განიცადა ნუგზარ ტატალაშვილმა და იგი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ნუგზარი გამოცდილ და ოლიმპიადის ფავორიტ კორეელ ვანგ კი-შუნთან დამარცხდა იუკოთი.
გამარჯვება მოიპოვა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა. მან 6-2, 6-0 ლიხტენშტეინელი შტაფნი ფოგტი დაამარცხა... ჯერ-ჯერობით მეტი ქართველი ოლიმპიადაზე არ გამოსულა...
- 29 ივლისი 2012
- 2 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.