მოუმ მოდრიჩს ალტერნატივა მოუძებნა
ჟოზე მოურინიოს ძალიან დიდი სურვილი აქვს ლუკა მოდრიჩის გამადრიდელების, მაგრამ ტოტენჰემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორვატი ფეხბურთელი ინგლისში დარჩეს...
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. ჟოზეს არაერთ შუარგოლელთან ჰქონია ურთიერთობა, მის ხელში ბევრ ნახევარმცველს გაუვლია, ერთ-ერთი კი უესლი სნეიდერია,რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ "ბლანკოსიდან" გადავიდა მოურინიოს "ინტერის" შემადგენლობაში.
პორტუგალიელი სპეციალისტი უესლის შესაძლებლობებში თავიდან ბოლომდე გარკვეულია და იცის თუ რა შეუძლია და რა არა ჰოლანდიელ ფეხბურთელს, სწორედ ამიტომ თუ ლუკას ტრანსფერი არ შედგა, მადრიდული გიგანტის ხელმძღვანელობა იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც სნეიდერის საკითხის განხილვა დაიწყება.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უესლის ხელში ჩაგდება გაცილებით უფრო დაბალ ფასშია შესაძლებელი, ტოტენჰემელები 45 მილიონს ითხოვენ, ინტერი კი შესაძლოა 18-20 მილიონსაც დასჯერდეს.
- 29 ივლისი 2012
- 4 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.