ფანებს შაჰინის დარჩენა სურთ
შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გამოკითხვის ჩატარება ამა თუ იმ საკამათო თემაზე, რომელიც მადრიდის "რეალსა" და მის ფეხბურთელებს შეეხებათ...
ამჯერად, გამოკითხვის მთავარი თემა შაჰინის მომავალი იყო. გამოკითხულთა აბოსლუტურმა უმრავლესობამ - 68%-მა განაცხადა, რომ თურქი ფეხბურთელის გაყიდვა ან განათხოვრება დაუშვებელია და მას აცუილებლად უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო. 22% აცხადებს, რომ ამ საკითხის მოგვარება მოურინიოს ევალება და პორტუგალიელი სპეციალისტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რადგან მან თავად უკეთ იცის რა სჯობს. 10% კი თლის, რომ შაჰინის ადგილი ამ ფორმაციის "რეალში" არ არის და მან სხვა გუნდში უნდა განაგრძოს კარიერა.
- 29 ივლისი 2012
- 1 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.