ამერიკული ტურნეს ძირითადი მიზანი
ორი მატჩი და საკუთარ კარში გაშვებული 6 ბურთი - ეს კატასტროფული შედეგია ნებისმიერი გუნდისთვის, მითუმეტეს "რეალისთვის". თუ კარგად დააკვირდებოდით ამ გოლებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაცვის ხაზის სუსტი თამაშის გამო იქნა გაშვებული. მართალია, დაცვის ხაზის უცვლელი წევრები ამ მატჩებში არ მონაწილეობდნენ, თუმცა არც მათ შემცვლელებს ეკადრებოდათ მსგავსი თამაში.
როგორც იცით, რამოსი, არბელოა, ალბიოლი და პეპე შვებულებაში იმყოფებოდნენ და გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდნენ, მარსელო კი ოლიმპიადაზეა. ცოტა ადრე, გუნდს მხოლოდ კოენტრაო შეუერთდა, რომელმაც "ბენფიკასთან" მატჩში კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ყოველივე ამან ნათლად გვაჩვენა, რომ გაუთვალისწინებელი ტრავმის ან დისკვალიპიკაციის შემთხვევაში "მერენგებს" თადარიგში არც თუ ისე საიმედო მცველები ჰყავთ. სწორედ აქედან გამომდინარე, ორ კვირიანი ამერიკული ტურნეს ფარგლებში მთავარი საზრუნავი დაცვაში თამაშის გაუმჯობესება იქნება, რამეთუ "რეალს" სეზონის მძიმე სტარტი ელის და სამივე მატჩში ("ბარსელონასთან" სუპერთასზე ორი მატჩი და "ლა ლიგის" პირველ ტურში "ვალენსიასთან") მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.
ორ კვირიანი ამერიკული ტურნეს ფარგლებში ჟოზეს ძირითადი მიზანი სწორედ დაცვის ხაზის თამაშის ხარისხის გამოსწორება იქნება. გუნდს უკვე შეუერთდნენ ძირითადის ფეხბურთელებიც და სრულფასოვნად დაიწყება წინა სასეზონო სამზადისი. იმედი ვიქონიოთ, რომ აღარანაირი პრობლემა აღარ იქნება და "ბლანკოსი" "ბარსელონასთან" საპაექროდ ძლიერი შემადგენლობით წარსდგება....
- 29 ივლისი 2012
- 1 906
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.