ბრაზილია 3:1 ბელორუსია
მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ოლიმპიური თამაშები ფეხბურთში, სადაც ბრაზილიამ ბრწყინვალედ ითამაშა და სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში.
აღსანიშნავია ისიც რომ, ბელორუსები მერვე წუთზე დაწინაურდნენ სწრაფი გოლის წყალობით, რომელიც ბრეშანმა შეაგდო, მაგრამ ბრაზილიელებმა მათ გახარება როდი აცადეს და პატომ მე-15 წუთზე შეუგო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ბელორუსები ვეღარ აქტიურობდენ კარგად, რამაც საბოლოოდ ორი უპასუხო გოლი გამოიწვია მათ კარში, რომელიც ნეიმარმა 65-ე წუთზე შეაგდო ხოლო წერტილი ამ მატჩს "ჩელსის" ნახევარმცველმა ოსკარმა დაუსვა 90-ე წუთზე.
ბრაზილიის ნაკრები შემდეგ მატჩს პირველ აგვისტოს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. ასევე გეტყვით, რომ მარსელომ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
სხვა თამაშები კი ასე დასრულდა
ეგვიპტე 1:1 ახალი ზელანდია
მექსიკა 2:0 გაბონი
სენეგალი 2:0 ურუგვაი
იაპონია 1:0 მაროკო
ს.კორეა 2:1 შვეიცარია
დიდი ბრიტანეთი 3:1 არაბეთის გაერთიანებული საემიროები
ჰონდურასი 1:0 ესპანეთი
- 29 ივლისი 2012
- 3 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.