ახალი სახეები შემადგენლობაში
"მილანს" ყავს ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა სერია ა–ს სატურნირო ცხრილის შუაში არის მოქცეული.
"მილანმა" წინა წელთან შედარებით რამდენადმე განიცადა სახეცვლილება. კარლო ანჩელოტი ლეონარდომ შეცვალა. კაკა "მადრიდის რეალში" გადავიდა, ხოლო კლუბში კი მოვიდნენ ყოფილი მადრიდისტა ჰუნტელაარი, ოდდო , ტიაგო სილვა."მილანი" სერია ა–ს სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა "გამაგრებული", ის სატურნირო ცხრილის ლიდერ "მილანის ინტერს" შვიდი ქულით ჩამორჩება.
იტალიელებს სერიოზული დანაკარგი აქვთ, შეგახსენებთ, რომ მათი რიგებიდან ბლანკოსების შემადგენლობაში გადმოვიდა ბრაზილიელი რიკარდო კაკა, პაოლო მალდინი 20 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ "ისვენებს", შევჩენკო იმ კლუბში დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო – "კიევის დინამო".
მიუხედავად ახალმოსული ფებხურთელებისა, კლუბის თამაშს მაინც ლეგენდარული 30 წელს გადაცილებული ფებხურთელები წარმართავენ, როგორებიც არიან მეკარე დიდა, ნესტა, იანკულოვსკი, ზამბროტა. პირლო, ზედორფი, გატუზო და ინძაგი.
კარლო ანჩელოტი "მილანიდან" ამ ზაფხულს "ჩელსიში" გადავიდა, იგი შეცვალა ლეონარდომ, რომელსაც წინათ "მილანის" მაისურიც აქვს მორგებული. ესაა პირველი ე.წ. ტოპ–კლუბი, რომელსაც ბრაზილიელი წვრთნის.
სერია ა–ში მილანმა "მოახერხა" სამი თამაშის მოგება, სამი შეხვედრის ფრედ დასრულება და ორი მატჩის წაგება.

წყარო Realmadrid.com
- 19 ოქტომბერი 2009
- 3 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.