Telegraph : "მოდრიჩის აგენტი მადრიდში იყო"
ცნობილი გამოცემა The Telegraph აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუკა მოდრიჩის აგენტი ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და მადრიდელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს...
ფეხბურთელს "ბლანკოსის" ფორმის ჩაცმა სურს, მისი მიზანი სხვას არაფერს ემსახურება, მას არ უნდა ინგლისში დარჩენა და ტოტენჰემის ღირსების დაცვა.
ამჟამად "მამლები" აშშ-ში იმყოფებიან, ლუკა კი დედაქალაქშია დარჩენილი და კერძო ვარჯიშებს გადის, მასთან ერთად ასევე იმყოფება პიენაარი, რომელსაც ასევე არ სურს "ტოტენჰემში" დარჩენა.
"რეალი" აღებულ გეზს არ ღალატობს და 35 მილიონს არც ერთ ცენტს არ ამატებს, ინგლისელებს კი ხორვატის სანაცვლოდ 45 მილიონი სურთ, ამასთანავე ცნობილია, რომ ფრანგული "პსჟ" ტოტენჰემელთა მოთხოვნილ თანხას დღესვე გადაიხდის, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ნახევარმცველს არა საფრანგეთში, არამედ ესპანეთში სურს თამაში.
მოდრიჩმა თავის აგენტს დაავალა, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ტრანსფერი "ბლანოსში" რაც შეიძლება მალე გაიჩარხოს და მან შეძლოს წინასასეზონო მომზადების სამეფო კლუბთან ერთად გატარება.
- 26 ივლისი 2012
- 1 835
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.