გალიანის დიარა "ჩალის" ფასად სურს
მოგეხსენებათ, მილანის "მილანს" ძალიან დიდი ინტერესები აქვს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებისადმი მიპყრობილი...
იტალიელების მთავარი სამიზნე რიკარდო კაკას გადაბირებაა, ბრაზილიელის შემდეგ კი მოდის ლასანა დიარა, რომლის მომავალი კვლავ გაუკრვეველია, ფრანგ ნახევარმცველს ესპანეთში დარჩენა და სამეფო კლუბის ღირსების დაცვა სურს, მაგრამ რამდენად დაემთხვევა მისი სურვილი ხელმძღვანელობის გეგმებს ეს უკვე სხვა საკითხია.
გავრცელებული ინფორმაციით გალიანიმ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართა, იტალიელებს ლასის შეძენა 4 მილიონ ევროდ სურთ, რაც თავისთავად ძალიან პატარა თანხაა. თავის დროზე ლასი პორტსმუტიდან 20 მილიონად გადაბარგდა "რეალში".
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "როსონერის" 4 მილიონი არა ფეხბურთელის სანაცვლოდ, არამედ მისი წლიური ხელფასისთვის ემეტება, მაგრამ ტრანსფერის თანხა არ დასახელებულა, შემდეგ კი ინფორმაცია კვლავ შეიცვალა და სატრანსფერო თანხად 4 მილიონი დასახელდა.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, როგორც ჩანს მილანელებს დაკარგული ფეხბურთელების "ამოვსება" მადრიდელი შეგირდებით სურთ.
- 26 ივლისი 2012
- 2 190
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.