დი მარია : "ბენფიკასთან შეხვედრა ლამაზი გამოვა"
მოგეხსენებათ, ანხელ დი მარია წლების მანძილზე იცავდა პორტუგალიური ბენფიკის ღირსებას, სწორედ იქ ჩამოყალიბდა არგენტინელი შემტევი ვარსკვლავად. ახალგაზრდა მოთამაშემ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელებთან დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი გამოვა...
"დარწმუნებული ვარ ბენფიკასთან ძალიან კარგი თამაში იქნება, ხალხი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, რადგან ერთმანეთს ორი ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი უპირისპირდება, პორტუგალიაში რამდენიმე წელიწადი გავატარე და იქაურობა ძალიან მიყვარს, მე მუდმივი კავშირი მაქვს ბენფიკელებთან, ლისაბონში უამრავი მეგობარი მყავს."
"შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, აქედან გამომდინარე ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება."
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო და სიამოვნება მივანიჭო როგორც მადრიდის, ასევე ლისაბონის გულშემატკივრებს."
- 25 ივლისი 2012
- 1 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.