უიღბლო შაჰინი
ნური შაჰინს კვლავ არ უმართლებს.
მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი, იძულებული გახდა კუჭის პრობლემების გამო "ოვეიდოსთან" მატჩი გამოეტოვებინა. ეს იყო შაჰინის მორიგი უიღბლობა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. მან ხელიდან გაუშვა შანსი დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები და გუნდის ძირითადში მოხვედრილიყო, სანამ ევრო-2012 მონაწილე ფეხბურთელები სვებულებაში არიან.
სანამ ჟოზე მოურინიო გადაწყვეტილებას მიიღებდა შაჰინთან დაკავშირებით, სურდა შეემოწმებინა მისი მზადყოფნა ვარჯიშებზე და მოსამზადებელ ეტაპის მატჩების დროს. გასულ სეზონში, შაჰინმა მოსამზადებელი ეტაპი სრულად გამოტოვა და მხოლოდ გუნდის ტრიუმფს უყურებდა. თუ შაჰინი მოსამზადებელ ეტაპს კარგად ჩაატარებს, მაშინ გუნდში მისი როლი შეიცვლება.
მიუხედავად ყველაფრისა ნურიმ შანსი ხელიდან გაუშვა, დაემტკიცებინა თავისი შესალებლობები პორტუგალიელი სპეციალისტისათვის. მეორე შანს თურქი "ბენფიკასთან" მიიღებს, რომელიც გაცილებით უფრო რთული იქნება ვიდრე "ოვეიდოსთან" მატჩი.
ამის შემდეგ ნური ამერიკის ტურნეს დაელოდება, სადაც "რეალი" 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 25 ივლისი 2012
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.