"მილანი" კაკას შესაძენად 13 მილიონ ევროს გამოყოფს

"მილანი" კაკას  შესაძენად 13 მილიონ ევროს გამოყოფს


"როსონერის" ბანაკში ყველაფერი მზადა, ლეგენდის დასაბრუნებლად.

როგორც Marca იტყობინება რიკარდო კაკა სულ მალე კვლავ შავ-წითელ ფორმას მოირგებს. "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი და "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ერთმანეთს შეხვდნენ და 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიური კლუბი მზადა კაკას სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გაიღოს, იმ პირობით, რომ ბრაზილიელის ხელფასი ორჯერ შემცირდება.

არსებობს ალბათობა იმისა, რომ კასანო "მილანს" დატოვებს, მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს კი კაკა შეავსებს. "მილანის" მთავარი მწვრთნელი ალეგრი სრულად უჭერს მხარს ფეხბურთელის დაბრუნებას, მაგარამ ერთერთმა ფეხბურთელმა კლუბი აუცილებლად უნდა დატოვოს. ალეგრის არჩევანის გაკეთება პატოს, რობინიოს და კასანოს შორის მოუწევს.

კაკას "როსონერიში" დაბრუნება დადებითად აისახება გულშემატკივრებზე და კლუბიც შესაბამისად მეტ ფინანსურს სარგებელს ნახავს. ბერლუსკონის გადაწყვეტილებამ იბრაჰიმოვიჩისა და სილვას გაშვებამ კლუბი აზარალა და გულშემატკივრებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იგულისხმება, რომ კლუბს ფინანსურად რთული დრო უდგას, მაგრამ "მილანი" ყველაფრის მიუხედავად მაინც რჩება ვარსკვლავურ კლუბად.


გასულ სეზონში კაკამ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.



ინფორმაციის წყარო:Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)