"ოვიედო" - "რეალი" [პრევიუ]
მაშ ასე, უკვე ორ თვეზე მეტია, რაც მადრიდის "რეალს" არ უთამაშია. დღეს ჟოზე მოურინიოს შეგირდები 2012-13 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. პირველ ამხანაგურ შეხვედრას "რეალ ოვიედოსთან" გამართავენ. ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირება ათწლეულებს ითვლის. სულ გუნდები 76-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. "რეალმა" 46-ჯერ იმარჯვა, "ოვიედომ" 14-ჯერ, ხოლო 16 მატჩი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას. "ბლანკოსი" კოლსალურ უპირატესობას ფლობს - 158-79-ზე.
ჟოზე მოურინიომ გუნდში მოსვლის შემდგომ 16 ამხანაგური შეხვედრა გამართა და არცერთ მათგანში არ დამარცხებულა. "რეალმა" 13-ჯერ იმარჯვა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა. 16 შეხვედრაში გუნდმა 45 გოლი გაიტანა(საშუალოდ 2.8 მატჩში) და 14 მიიღო(საშუალოდ 0.9). "ბლანკოსმა" შემდეგი გუნდები დაამარცხა: "ლოს ანჯელეს გალაქსი" 2-ჯერ, "ამერიკა", "ჰერკულესი", "პენაროლი", "ჩივასი", "ფილადელფია", "ჰერტა", "ლეიკასტერი", "გუანჯოუ", "ტიანჯინ ტედა", გალათასარაი" და კუვეითის ნაკრები, ხოლო ფრედ ითამაშა "ბაიერნთან", სტანდარტთან" და "მურსიასთან".
"ოვეიდო" ისტორიული კლუბი გახლავთ, ასტურიულ გუნდს "ლა ლიგაში" 38 სეზონი აქვს ჩატარებული და წლების განმავლობაში საკმაოდ ძიერი გახლდათ. "ოვიედოზე" დამატებითი ინფორმაციისთვის დააკლიკეთ აქ...
- 23 ივლისი 2012
- 2 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.