კაკა გუნდს ოვიედოში არ გაჰყოლია

როგორც იცით, მადრიდის "რეალი" დღეს "რეალ ოვიედოს" დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში...

ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 16 ივნისიდან დღემდე 23 ფეხბურთელი გახლდათ. როგორც იცით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმ მოთამაშეებს, რომელთაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, დასვენების საშუალება მისცა, ხოლო მარსელო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადისთვის ემზადება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გუშინ, რიკარდო კაკა "ბერნაბეუს" ოფისში იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით ბრაზილიელისა და კლუბის ხელმძღვანელობის მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება. ჟოზე მოურინიომ 23 ფეხბურთელის ნაცვლად, ოვიედოში 22 წაიყვანა და ის ერთი, რომელიც მადრიდში დატოვა სწორედ კაკა გახლავთ. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ რიკის დღეები "რეალში" დათვლილია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჟოზე მოურინიომ ბოლო წამს გადაიფიქრა ნური შაჰინის წაყვანა. მის ნაცვლად პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რეალ მადრიდ ც"-ს ფეხბურთელი ალვარო ლოპესი გამოიძახა...

22 კაციანი განაცხადი: ადანი, ხესუსი, პაჩეკო, ვარანი, ფაბინიო, ნაჩო, მატეოსი, კასადო, რიოსი, ივანი, გრანერო, ლასი, ალქესი, მოსკერა, ხუანფრანი, დენისი, ლუკასი, კალეხონი, ალვარო ლოპესი, დი მარია, იგუაინი და მორატა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)