ალვარო მორატა: მოურინიოს ბავშვი (ნაწილი II)
”მადრიდის რეალში” ალვარო მორატას ისტორია 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. ვალდებაბასზე ის ”ხეტაფედან” მოხვდა. იმის შემდეგ ის მართლაც რომ პროგრესირებს. ოთხი წლის მანძილზე ალვარომ ყველა საფეხური გაიარა, თავის ოთახს სამახსოვრო მაისურებით, ჯილდოებითა და ტიტულებით ავსებდა.
ნიგერიაში ჩატარებული 2009 წლის 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მე-3 ადგილი, 2011 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მოპოვებული ოქროს მედალი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, სეგუნდა ბ-ს ჩემპიონი ”კასტილიასთან” ერთად.
ასეთია ალვაროს გზა, რომელმაც ის პირველ გუნდში მოიყვანა 19 წლის ასაკში. 17 წლის მოარატას, რომლის ანგარიშზეც მაშინ ”ბლანკოსის” კანტერაში გატარებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი სეზნი იყო, რატომღაც მოურინიო აწყნარებდა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დრენტესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ამჟამად ”მადრიდის რეალის” მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მორატა მზადაა პირველი გუნდისთვის და მას შეუძლია გახდეს მისი ერთ-ერთი მებრძოლთაგანი.
მაგრამ ჯერ კიდევ ოთხი სეზონის წინ ის უწვერული კანტერანო იყო, რომელსაც ოცნება აუხდა-ის ”მადრიდის რეალში” მოიწვიეს. მიჩელი, რომელიც მაშინ კლუბის კანტერას ხელმძღვანელობდა, რომლის ხელმძღვანელობით სხვებთან ერთად მოწვეულნ იქნენ ხესე და ტორილი, იხსენებს:
ტრიუმფში დარწმუნებული
მიჩელი ფრთხილად საუბრობს ”მადრიდის რეალში” არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მორატა მალე და მოკლე ვადებში მიაღწევს წარმატებებს:
სერხიო პინია იყო მისი პირველი მწვრთნელი ”მადრიდის რეალის” კანტერაში. ამჟამად ის ჩინეთში მუშაობს, სადაც ადგილობრივი კლუბის სკოლის მუშაობას უწევს კოორდინაციას. მორატაზე ის ამბობს:
სერხიო არ თვლის, რომ მორატას პირველ გუნდში მოწვევა ნაადრევია, მიუხედავად იმისა, რომ იქ მას თავის გამოჩენის იმაზე ნაკლები შანსი და დრო ექნება, ვიდრე ”კასტილიაში”:
ხუვენილ ც-დან ის ძალიან მალე ხუვენილ ბ-ში აღმოჩნდა, საიდანაც მიიპყრო ”მადრიდის რეალ ც”-ს და ”ხუვენილ ა”-ს მესვეურთა ყურადღება. ეს მოხდა 2009-2010 წლების სეზონში. ამის შემდეგ იყო ორი სეზონი ”კასტილიაში” , რომელიც მან სეგუნდა დივიზიონში დატოვა იმისთვის, რომ თავისი ძალები უფრო მაღალ დონეზე მოესინჯა.
2009 წელს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდში ”ლა რომერედეზე”, მას მისცეს შანსი, რომ შეხვედრის ბოლო წუთები ჩაემთავრებინა, გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო. მისი მეგობარო ლეო ფრანკო , რომელსაც ის რამოდენიმე წლის წინ ”ვისენტე კალდერონზე” ბურთს აწვდიდა, არ მისცა მას ამის საშუალება. ბავშვი, რომელსაც ერთ დროს მოუ აწყნარებდა, კაცი გახდა. დღეიდან ის უკევ გასახდელის სრულფასოვანი წევრია. იმ გასახდელის, რომელშიც მხოლოდ რჩეულები შედიან.
- 23 ივლისი 2012
- 2 432
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.