ალვარო მორატა: აკვნიდან მადრიდისტა (ნაწილი I)
ერთ-ერთი მოვლენიდან, რომელმაც ბავშვის მომავალი განსაზღვრავს, შეიძლება გახდეს უბრალოდ საფეხბურთო მაისური, რომლის ერთხელ ჩაცმის შემდეგ, ის მთელი ცხოვრების ატრუბუტი ხდება. ყველაფერი შეცვლადია, ამბობს სანდოვალი, გარდა კლუბის ფერისა. მორატას ცხოვრებაში ბევრია იმის დამამტკიცებელი მოვლენა, რომ ის თავიდან ფეხებამდე კლუბს ეკუთვნის, ყველაზე წონადი მათ შორის კი ”მადრიდის რეალის” ფორმაში გადაღებული მისი სურათია.
ხუთი წლის არც იყო, როცა ქერა თმა ქონდა, პატარა ტანის გახლდათ და უკვე მაშინ ოცნებობდა, რომ რაულს დამსგავსებოდა. ალვარო დაიბადა 1992 წლის 23 ივნისს. მისი ისტორია, ისევე როგორც ცობილი ”7-იანის”, გადის ”ლა რომარედუ”-ზე, მაგრამ ეს მის მეორე ნაწილში იქნება. ვინაიდან ”მადრიდის რეალში” დებიუტამდე, მორატას მოუწია სამი გუნდის შეცვლამ: ”პრადო” კოლეჯში, ”ატლეტიკო” და ”ხეტაფე”. ასე და ამგვარად, ამის შემდეგ მოხვდა ის 2008-ში ”თეთრებში” და დამკვიდრდა ვალდებაბასზე.
”პრადო”-დან ”ატლეტიკო”-ში
”მადრიდის რეალის” პირველი გუნდის ახალწვეულის საფეხბურთო ბიოგრაფია მირასერრას კვარტალში იწყება. თავისი კოლეჯის გუნდ ”პრადოში” ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მისი მაშინდელი მწვრთნელი ხოსე რუისი იხსენებს: ”ის თამაშობდა ჩვენთვის, როცა მე-3 და მე-6 კლასში სწავლობდა და ჩვენ ყოველთვის ჩემპიონები ვხდებოდით. მის სანახავად მოდიოდნენ ”მადრიდის რეალის” და ”ატლეტიკოს” მესვეურები. როცა მე-5 კლასში სწავლობდა, ”ატლეტიკო”-ს სკაუტებმა ის საკუთარ კლუბში მიიწვიეს, მაგრამ მან წელი ცუდი შეფასებით დაასრულა და მშობლებმა მას იქ გადასვლა აუკრძალეს.”
”ატლეტიკო” თავის პოზიციაზე მყარად იდგა და მომდევნო წელს ალვარომ სწორედ მას მიაშურა. 2004 წელი იყო, მიუხედავად თავისი გულის ფეისა, ის დათანხმდა მეტოქის ბანაკში თამაშზე. ყველაფერთან ერთად გუნდი მისი სახლის გვერდით იმყოფებოდა. ”ატლეტიკოს” ერთ-ერთ სკოლაში გაჩერება მას მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე კვირა ეწერა, ძალიან მალე ის გაამწესეს კლუბის ყველაზე ახალგაზრდულ კატეგორიაში. იქ მან გაიცნო კოკე, სერხიო მასკერო და ბორხო ბოსტონომი..
წარუმატებელი გამოცდილება
”ატლეტიკოში” მოხვედრიდან მორატას არც თუ ისე კარგი მოგონებები შემორჩა. იქიდან ის თავად წამოვიდა, ის არ გამოუგდიათ.. ხოსე მარი ამოროტი, იმ დროს კლუბის კანტერას დირექტორი იხსენებს:
”ატლეტიკოდა” მორატა ”ხეტაფეში” გადავიდა. იქ მან ერთი წელი გაატარა. მას დანი არიასი წვრთნიდა, რომელიც ამბობს:
დანი ასევე გამოყოფს ფეხბურთელის ქმედების მანერას:
- 22 ივლისი 2012
- 3 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.