მოდრიჩის სანაცვლოდ ხესე ან ხოსელუ
”ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მოდრიჩის გაყიდვის საქმეში ”კასტილიას” ორი ფეხბურთელი ხოსელუ ან ხესე როდრიგესი ჩართოს და მან ამის შესახებ პრეზიდენტ ნადიელ ლევის კალიფორნიაში ვიზიტისას აცნობა. მწვრთნელს ესმის, რომ ”ტოტენგემსა” და ”მადრიდის რეალს” შორის ხორვატისთვის გამართული ბრძოლის გაჭიანურებისას არავინ არ იქნება გამარჯვებული.
ვილაშ-ბოაში ”კასტილიას” რამოდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ ყველაზე მეტად მას ხოსელუ და ხესე მოსწონს. პირველი მათგანი, 22 წლის თავდამსხმელი შტუტგარტშია დაბადებული, ამ მომენტისთვის ”ჰოფენჰაიმთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, ”მადრიდის რეალი” მის სანაცვლოდ 10 მლნ. ევროს ითხოვს, ხოლო გერმანელთა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ ხოსელუ ამდენი არ ღირს.
მეორე მათგანის ”მადრიდის რეალიდან” წასვლა ფაქტიურად შეუძლებელია. ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე დიდებული თამაში (MVP (უძვირფასესი მოთამაშე) და ოქროს ბუცი) აღაფრთოვანებს ვილაშ-ბოაშს. წინა წელს ხესემ კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა და როგორც გამომცემლობა AS-ი იუწყება, კონტრაქის გაწყვეტის ღირებულება 40 მლნ. ევროს შეადგენს. გარდა ამისა, მან უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ”მადრიდის რეალის” დატოვება არ სურს. მისი წასვლის და გადაბირების შანსი არ არსებობს.
- 22 ივლისი 2012
- 2 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.