მოდრიჩის ტრანსფერი გარდაუვალია
ლუკა მოდრიჩის მადრიდში გადმოსვლა დროის საკითხია. კლუბები არ ჩქარობენ ტრანსფერის განხორციელებას. ტოტენჰემს სურს მაქსიმალური თანხა მიიღოს ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ, ხოლო თეთრები მათ ფასის დაგდებაზე "ევაჭრებიან".
დანიელ ლევი, ტოტენჰემის მენეჯერი ფიქრობს, რომ თუ სამეფო კლუბი ფეხბურთელს თვალს დაადგამს, ის ნებისმიერ თანხას გადაიხდის მასში, ამიტომ არ აპირებს შეღავათის გაკეთებას. ფლორენტინო პერესიც არ არის მაინცდამაინც ხელმომჭირნე და უხვად ხარჯავს ტრანსფერებში ფულს. შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუკა ძალიან მალე გადმობარგდება ესპანეთის დედაქალაქში.
ერთადერთი ნაკლი იმისა, რომ ფეხბურთელი გვიან შეუერთდება სამეფო კლუბს ის არის, რომ ვერ მოახერხებს წინასასეზონო შეკრების ჩატარებას ახალ თანაგუნდელებთან. ამიტომ მოურინიო ცდილობს რაც შეიძლება მალე "გაჩარხოს" ტრანსფერი. მოდრიჩი არ გამოცხადდა ტოტენჰემის ვარჯიშებზე. ფეხბურთელმა ამ ქმედებით პროტესტი გამოხატა "მამლების" ხელმძღვანელობის მიმართ და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ვილაშ-ბოაშმა კი ის 100 000 ევროთი დააჯარიმა.
ყველამ კარგად ვიცით, როგორ უნდა დასრულდეს ეს საგა. რა თქმა უნდა ლუკა მოირგებს სამეფო კლუბის მაისურს, მაგრამ როდის მოხდება ეს? ალბათ ზაფხულის მიწურულს, როდესაც თეთრები და მამლები ყველა დეტალს შეათანხმებენ.
- 22 ივლისი 2012
- 2 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.