ნაჩო:"მოურინიოს გაოცება მსურს"
"ბეტისი" დაცვის გაძლიერებას გეგმავს და თვალი "კასტილიელ" ნაჩოს დაადგა. პეპ მელს ძალიან სურს 22 წლის კაპიტნის თავის გუნდში ხილვა, რომელიც ახლა მადრიდის "რეალის" პირველ გუნდთთან ერთად ემზადება.
გამოცემა ABC–თან საუბარში ნაჩომ ყველა დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე ის არ ფიქრობს "ბეტისში" გადასვლაზე: "მე გუნდთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვგეგმავ მის გახანგრძლივებას. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მოურინიოს გაოცება მსურს."
"საოცრად გახარებული ვარ იმით, რომ "ბეტისი" ჩემი მისამართით ინტერეს იჩენს. ვის არ სურს ითამაშოს ასეთ კლუბში? ეს ძლიერი კლუბია და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მწვრთნელი, როგორიც პეპ მელია ჩემით დაინტერესდა."
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 22 ივლისი 2012
- 1 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.