რონალდუსა და მესის დუელი
ცნობილია, უკვე "ოქროს ბურთისათვის" მებრძოლი ფეხბურთელების ვინაობა.ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ უკვე მესამე წელია აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ ლა ლიგიდან იბრძვის.
წელს, პრიმერას ფეხბურთელებიდან 13 გამოთქვამს პრეტენზიას "ოქროს ბურთის" მოპოვებაზე.ეს მაშინ, როდესაც ინგლისური პრემიერ ლიგიდან მხოლოდ 10 მოთამაშეს აქვს შანსი დაეუფლოს ამ "საწმისს."
რასაკვირველია, საფეხბურთო მსოფლიო თითქმის შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ზემოდხსენებული პრიზი ესპანეთში დარჩება.კონკრეტულად გეტყვით, რომ ან კრისტიანუ რონალდუ გახდება მფლობელი "ოქროს ბურთისა" ან ლეო მესი.რაც შეეხება შანსს, ალბათ 50-50-ზეა.
წინასწარ მაინც ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა რონი არგენტინელის დაჯაბნას, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე იმსახურებს "ოქროს ბურთს."
- 19 ოქტომბერი 2009
- 3 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.