ლასი ლიონსაც სურს
მადრიდის "რეალის" ფრანგი ნახევარმცველის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ყველაზე მეტად იტალიური მილანი აქტიურობს, მაგრამ როგორც ჩანს "როსონერის" კონკურენციას ლიონის "ოლიმპიკი" გაუწევს...
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, ლიონელებს მადრიდში გამგზავრება და ადმინისტრაციასთან შეხვედრა სურთ, მათი მიზანი დიარას შეძენაა.
ჯერ-ჯერობით არ დასახელებულა თანხის ოდენობა, რომელსაც ოლიმპიკელები თავიანთი თანამემამულის სანაცვლოდ გაიღებენ, მაგრამ ინტერესი აშკარაა.
თავად ფეხბურთელს მადრიდში დარჩენა და ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა სურს.
- 21 ივლისი 2012
- 1 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.