უცნაური სატრანსფერო ფანჯარა
სამეფო კლუბის გულშემატკივართათვის ეს სატრანსფერო ფანჯარა საკმადო უცნაური გამოდგა...
წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა, როგორც სამეფო კლუბისთვის ასევე გულშემატკივართათვისაც უცნაური და ბურუსით მოცული გახლავთ, რადგან კლუბს ჯერ ჯერობით არ შეუძენია არც ერთი ფეხბურთელი.
სამეფო კლუბმა გნახორციელა ოთხი ტრანსფერი: ჰამიტ ალტინტოპი("გალათასარაი" ) ფერნანდო გაგო ("ვალენსია") კარვახალი ("ლევერკუზენი") და ხუანფრანი ("ბეტისი"). ბოლო ორი ფეხბურთელი კასტილიის რიგებში ასპარეზობდნენ.
ამ დროისათვის "ბლანკოსმა" სატრანსფერო ფანჯარაზე 19,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუმცა კლუბს ჯერ ჯერობით ახალი შენაძენი არ ჰყავს, რამოდენიმე წლის მანძლიძე "მადრიდის რეალი" ყველაზე აქტიური იყო ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე, ამჯერად კი კლუბი ვერ ახერხებს სტაბილური ფეხბურთელის პოვნას, სამეფო კლუბს უკავშირებენ ლუკას მოდრიჩი ბედს, რომლის სამეფო კლუბში გადმოსვლის დიდი ალბათობაა, თუმცა "დეზები" და თეთრები ვერა და ვერ შეთანხმდნენ ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე.
კლუბის სატრანსფერო თანხა გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ მადრიდის რეალი ბრაზილიელ რიკარდო კაკას შეელევა 70 მილიონ ევროდ, თუმცა ჯერ ჯერობით რიკი არ გადაბარგებულა კლუბიდან. შეგახსენებთ იმასაც, რომ კაკას კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 21 ივლისი 2012
- 2 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.