უჩვეულო სატრანსფერო პერიოდი მადრიდის "რეალისათვის"
ამ ეტაპზე მადრიდის "რეალმა" ფეხბურთელების გაყიდვით 19,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ჯერჯერობით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი მადრიდელთათვის უჩვეულოდ ვითარდება. გულშემატკივრები მადრიდის "რეალისაგან" განებივრებულები იყვნენ ხმაურიანი ტრანსფერებით, წელს კი "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს, რაიმე ტრანსფერის განხორციელებისაგან. გუნდს არავინ შეუძენია და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც უახლოეს პერიოდში შესაძლოა "სამეფო კლუბის" რიგები შეავსოს ლუკა მოდრიჩია.
თუმცა მადრიდის "რეალი" არ ეთანხმება იმ თანხას, რომელსაც "დეზები" ხორვატის სანაცვლოდ ითხოვენ, რადგან ეს თანხა ბევრად აღემატება იმ თანხას, რაც "რეალმა" ფეხბურთელების გაყიდვით მიიღო: ჰამით ალტინტოპი "გალათასარაიში" 3,5 მილიონ ევროდ გადავიდა, ფერნანდო გაგო და სერხიო კანალესი "ვალენსიაში" 11 მილიონ ევროდ გადაბარგდნენ, ხოლო ლევერკუზენის "ბაიერმა" კარვახალი 5 მილიონ ევროდ წაიყვანა.
საერთო ჯამში კლუბმა ფეხბურთელთა გაყიდვით 19.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ამავდროულად "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კაკას სარფიან ფასად გაყიდის. თუმცა რა თქმა უნდა ეს თანხა ბევრად დაბალი იქნება, იმ თანხაზე, რომელიც "სამეფო კლუბმა" "მილანს" გადაუხადა კაკას სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ კაკას მადრიდს "რეალთან" კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 21 ივლისი 2012
- 2 454
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.