წინასასეზონო მომზადების განრიგი
როგორც იცით, "თეთრები" 16 ივლისიდან მზადებას გადიან ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზაზე. იმაზეც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯე მხოლოდ ის ფეხბურთელები ვარჯიშობენ, რომელთაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არ უასპარეზიათ და ოლიმპიადაზე არ უწევთ თამაში, ამ შემთხვევაში მარსელოზეა საუბარი. "მერენგები" პირველ ამხანაგურ შეხვედრას ესპანეთში, ოვიედოში, ადგილობრივ "რეალ ოვიედოსთან" გამართავენ.
მომდევნო დღეს, მადრიდისტები ლისაბონში გაფრინდებიან, სადაც 27 ივლისს "ბენფიკას" დაუპირისპირდებიან ეუსებიო თასზე. ცნობისთვის, ეუსებიოს თასი უკვე მეხუთედ ჩატარდება. აქამდე მასში მონაწილეობა "ინტერმა", "მილანმა", "ტოტენჰემმა" და "არსენალმა" მიიღო. "ბენფიკასთან" მატჩის მომდევნო დღეს, 28 ივლისს ჟოზე მოურინიოს შეგირდები ამერიკულ ტურნეში გამეგზავრებიან, კერძოდ ლოს ანჯელესში.
ამერიკული ტურნეს ფარგლებში "რეალი" 4 ქლაქს მოივლის: ლოს ანჯელესს, ლას ვეგასს, ნიუ იორკსა და ფილადელფიას. შარშანდელის მსგავსად, "ბლანკოსი" World Football Challenge-ის ამხანაგურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. (შეგახსენებთ, რომ წინა გათამაშება "რეალმა" მოიგო). თავდაპირელად "რეალის" მეტოქე "ლოს ანჯელეს გალაქსი" იქნება. ეს შეხვედრა 2 აგვისტოს ლოს ანჯელესში გაიმართება.
5 აგვისტოს მადრიდელები ლას ვეგასში გადაინაცვლებენ, სადაც "სანტოს ლაგუნას" დაუპირისპირდებიან "სემ ბოიდ სტედიუმზე". 8 აგვისტოს კი, "ბლანკოსის" მეტოქე "მილანი" იქნება. იტალიურ-ესპანური "კლასიკო" ნიუ იორკში, "იანკი სტედიუმზე" გაიმართება. ცნობისთვის, მადრიდის "რეალი" უკვე მეხუთედ სტუმრობს ნიუ იორკს. პირველად ეს 1927 წელს მოხდა.
11 აგვისტოს "თეთრები" ფილადელფიაში გადაინაცვლებენ, სადაც "ლინკოლნ ფინანსიალ ფილდზე" შოტლანდიის "პრემიერ ლიგის" გამარჯვებულ გლაზგოს "სელტიკს" დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს ჟოზე მოურინიოს შეგირდები მადრიდში დაბრუნდებიან და სუპერთასის ორ მატჩიანი დუელისთვის მოემზადებიან...
- 19 ივლისი 2012
- 2 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.