"რეალმა" "ხეტაფე" უარით გაისტუმრა
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ხეტაფე" ალვარო მორატას გადაბირებით იყო დაინტერესებული...
ამ ინფორმაციის სიზუსტე არ დასტურდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს "ხეტაფეს" ხელმძღვანელობა "ბლანკოსის" ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ტრანსფერის საკითხებზე საუბარი წამოიწყო.
ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა, პორტუგალიელ მწვრთნელს არ სურს, მორატას გასხვისება, აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები არ შედგა და ახალგაზრდა მოთამაშე "რეალის" რიგებში დარჩა.
ალვარო მთავარ გუნდში პირველ წელიწადს გაატარებს.
- 18 ივლისი 2012
- 1 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.