კრიშტიანო რონალდუ:"ჩვენ შევძელით და მოვიგეთ ყველაზე რთული ჩემპიონატი"
კრიშტიანო რონალდუმ ისაუბრა Thailand's Morning News–თან.
„საუკეთესო მომენტი იყო, როდესაც „რეალთან“ ერთად ყველაზე რთული ჩემპიონათი, პრიმერა დივიზიონი მოვიგე. გარდა ამისა დავამარცხეთ ყველაზე უხერხული მეტოქე და 9 ქულიანი უპირატესობით დავასრულეთ ლალიგა. ეს საოცარი იყო.“
„გასულ სეზონში ორმოცდაექვსი გოლი გავიტანე, სიმართლე თუ გაინტერესებთ ზუსტად არ მახსოვს მთლიანობაში რამდენჯერ შევძელი გატანა, მაგრამ ამ გოლებში ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით დიდი წვლილი.“
„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველი წავედი პენალტის დასარტყმელად და სამწუხაროდ არ გამიმართლა და ვერ გავიტანე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ესპანეთის წინააღმდეგ ბოლოს, მეხუთეს დამერტყა. პენალტების სერია, ლატარეაა. ხანდახან ყველაზე ძლიერიც მარცხდება. „
“მე ნამდვილად კარგად დავისვენე 12 დღის განმავლობაში ტაილანდში. ფანტასტიური კლიმატია, შესანიშნავი საკვები და სასიამოვნო ხალხი. ულამაზესი ადგილია, რაც კი ოდესმე მინახავს. აქ აუცილებლად დავბრუნდები.“
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 17 ივლისი 2012
- 3 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.