ინტერს შაჰინი არ ავიწყდება
"მილანის" ინტერი, ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იყო დაინტერესებული ნური შაჰინის იტალიაში ჩაყვანით...
თურ ფეხბურთელს მადრიდში ვერა და ვერ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო, იგი მატჩების 90%-ს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ატარებს, რაც თავისთავად მის კარიერაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდებს, აქედან გამომდინარე ახალგაზრდა ფეხბურთელი სხვადასხვა შემოთავაზებებს განიხილავს.
"ინტერი" მოურინიომ ცოტა ხნის წინ უარით გაისტუმრა, მაგრამ იტალური კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს დანებდეს, როგორც ჩანს შაჰინისთვის ბრძოლა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
მას შემდეგ, რაც "შავ-ლურჯებმა" პაულიონიო და ლუკას მოურა ვერ იყიდეს, ნურის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაუღვივდათ, რადგან გუნდს ნახევარდაცვის რგოლში პრობლემები აქვს, რომელიც სეზონის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იქნას აღმოფხვრული.
იტალიური კლუბი დიდი იმედით უყურებს ლუკა მოდრიჩის "ბლანკოსში" გადასვლის საკითხს, რადგან მიაჩნია, რომ ხორვატი ფეხბურთელის გუნდში მისვლით შაჰინის მადრიდულ კარიერას წერტილი დაესმება და თურქი ფეხბურთელი სერია A-ში განაგრძობს წინსვლას.
- 16 ივლისი 2012
- 1 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.