კასილიასი: ""ოქროს ბურთზე" ძლიერი მეტოქეები მეყოლება"
"მე ძალიან გამიჭირდება "ოქროს ბურთის მოპოვება, რამეთუ ყველა მთაგნი, მესი, რონალდო, ხავი და ინიესტა ძალზედ ძლიერი მეტოქეები არიან. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან დეკემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მანამდე შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ახლა სულ სხვა საზრუნავი მაქვს, მომავალი სეზონისთვის გუნდთან ერთად უნდა მოვემზადო."
"ჩვენ ესპანელი ხალხი ძალზედ გავახარეთ. მანამდე სულ წაგებას მივეჩვიეთ, მაგრამ შეცდომებსა და მარცხებზე ვისწავლეთ და 2008 წელს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პატარაობიდანვე გავავრჯიშებდნენ, რომ ინდივიდუალურად კარგად გვეთამაშა, მაგრამ აგრეთვე ცდილობდნენ, რომ ჩვენგან ჩემპიონები შეექმნათ. ეს არ არის უკანასკნელი 4 წლის მუშაობის შედეგი, ეს გაცილებით ადრე დაიწყო."
"როცა კარიერას დავასრულებ, არ მსურს ფეხბურთს ჩამოვშორდე, მინდა, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა დამჭირდება. ამ წუთას, ჩემთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს 23 ფეხბურთელიდან 11-ის ამორჩევა და შემდგომ სამი ცვილების გამოყენება. მე მომიწია უდიდეს მწვრთნელებთან ერთად მუშაობა. არაგონესისგან, დელ ბოსკესა და მოურინიოსგან ძალიან ბევრს ვსწავლობდი და ვსწავლობ."
- 16 ივლისი 2012
- 2 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.