რონალდოს ახალი კონტრაქტი "ტოიოტასთან"
კრიშტიანო რონალდო აზიაში მოგზაურობს. ამჟამად იგი ტაილანდში, კერძოდ ბანგკოგში იმყოფება. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა აზიის ამ თვალწარმტაც ქალაქში იაპონურ კომპანია "ტოიოტასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კვლავ ამ კომპანიის სახე იქნება. პარალელურად იგი "ტოიოტას" ახალი მოდელის, Hilux Vigo Champ-ის პრეზენტაციასაც დაესწრო. "რეალის" "შვიდიანმა" ამ მანქანის სახელთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც:" ეს მანქანა ჩემპიონია(სახელიდან გამომდინარე), მეც ჩემპიონი ვარ და ერთმანეთს კარგად გავუგებთ."
აქვე გამცნობებთ, რომ კრიშტიანო მოგზაურობაში ირინა შეიკთან და შვილთან ერთად იმყოფება. აზიაში გამგზავრებამდე ისინი საფრანგეთის პატარა ქალაქ სენტ-ტროპეში ისვენებდნენ. ტაილანდში ჩასვლამდე კი ისინი კუნძულ ფჰუკეტზე იმყოფებოდნენ. ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, კრიშტიანო გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება...
- 16 ივლისი 2012
- 2 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.