შანსი კალეხონს

ესპანეთში უკვე კალეხონის ნაკრებში გამოძახებაზე ალაპარაკდნენ...

როგორც იცით, ხოსე მარია კალეხონი 25 წლისაა, თუმცა ჯერ-ჯერობით იგი ნაკრებში არ გამოუძახებიათ. გრანადელი ფეხბურთელი "ფურია როხას" 21 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, სადაც 5 მატჩი ჩაატარა. სადებიუტო შეხვედრაში, 2008 წელს, ყაზახეთის წინააღმდეგ, იგი მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა და 15 წუთში გოლის გატანაც მოახერხა. როგორც იცით, ხოსე მარია "ესპანიოლში" წარმატებით გამოდიოდა, თუმცა მან დელ ბოსკეს გული მაინც ვერ მოიგო.

ცხადია, კალეხონი "რეალის" ძირითად ფეხბურთელად არ განიხილება, თუმცა გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რამეთუ წინა სეზონში იგი ხშირად გამოდიოდა მოედანზე. მან რამდენიმე გოლის გატანაც მოახერხა. სავარაუდოდ, წლევანდელ სეზონში ხოსე მარიას გაცილებით მეტი მოვალეობები დაეკისრება და შეეძლება თავი მოაწონოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს.

დღესდღეობით ნაკრებში მის ძირითად კონკურენტებად პედროსა და ხესუს ნავასს მიიჩნევენ, თუმცა ესპანელი ექსპერტების აზრით კალეხონს არ უნდა გაუჭირდეს მათთან ჭიდილი. ისინი მიიჩნევენ, რომ გრანადელის ნაკრებში გამოძახება უახლოეს მომავალში მოხდება, მეტიც ფიქრობენ, რომ კალეხონი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)