მოდრიჩმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა
სეზონის დასრულებისთანავე ტოტენჰემში იცოდნენ, რომ ლუკა მოდრიჩი კლუბს დატოვებდა და მათი მთავარი ამოცანა გარეთ ბეილის შენარჩუნება იყო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უელსელი მამლების საკუთრებაში 2016 წლამდე დარჩება. რაც შეეხება ხორვატ ნახევარმცველს მან უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დაადასტურა ის ფაქტი, რომ კლუბის დატოვება სურს.
ფეხბურთელი კლუბს აუცილებლად შეიცვლის, ახლა გასარკვევია რომელი გუნდი გახდება მისი ახალი ნავსაყუდელი. უკანასკნელ პერიოდში ხორვატ ნახევარმცველს მადრიდის რეალს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა თეთრების გარდა მისი შეძენით მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და პსჟ არიან დაინტერესებულნი.
თავად ფეხბურთელს სამეფო კლუბში სურს თამაში და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელსა და ბლანკოსს შორის კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკება შედგა, მთავარი პრობლემა არის მისი სატრანსფერო ღირებულება, რეალის ხელმძღვანელები მის შეძენას 35 მილიონ ევროდ გეგმავენ, ხოლო ტოტენჰემი მას 40 მილიონს აფასებს. Sunday MARK-ის ინფორმაციით ესპანელებს ისე უნდათ მოდრიჩის შეძენა, რომ ტოტენჰემის მოთხოვნას აუცილებლად დათანხმდებიან და ლუკას თეთრ მაისურსაც მოარგებენ.
მადრიდის რეალმა მოდრიჩს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით, ეს არის იგივე თანხა, რასაც იღებენ ოზილი და ალონსო ყოველწლიურად. თავად ფეხბურთელი ახლა მშობლიურ ქალაქში იმყოფება და შვებულების ბოლო დღეებს ატარებს.
- 15 ივლისი 2012
- 1 979
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.