მოურინიოს ზაფხულის 7 ამოცანა
Marca-მ საინტერესო ჩამონათვალი შემოგვთავაზა...
გავიხსენოთ, რომ დღეს მადრიდის "რეალი" წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. კლუბის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსათვის ეს მესამე სეზონი იქნება "ბლანკოსის" მწვრთნელის რანგში.
წინასასეზონო მზადება საინტერესო და სიახლეებით დახუნძლული უნდა გამოდგეს. Marca-მ შეადგინა სია, იმ მიზნებისა, რომელიც ჟოზე მოურინიომ ამ ზაფხულს უნდა განახორციელოს.
1. ლუკა მოდრიჩის შეძენა.
2. დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.
3. კაკას მომავალი.
4. შესაძლოა ნური შაჰინი არენდით სხვა კლუბში გაუშვას.
5. ამხანაგური მატჩების საბოლოო სიის შედგენა.
6. ფეხბურთელთათვის დასასვენებელი ბაზის მშენებლობის საკითხი.
7. კლუბის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.
ამ საკითხებზე ზრუნვას, ჟოზე მოურინიო დღეიდან იწყებს.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 15 ივლისი 2012
- 3 505
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.