მოურინიო კაკას წასვლას ურჩევს

ჟოზე მოურინიო კაკას ორშაბათს შეხვდება და როგორც მოსალოდნელია იგი ბრაზილიელს ეტყვის, რომ მისი როლი მომავალ სეზონში უფრო შემცირდება ვიდრე ეს აქამდე იყო და პრინციპში მას რამოდენიმე წუთი ექნება სათამაშო დრო. ფეხბურთელისათვის კარგი იქნება თუ იგი სხვაგან გააგრძელებს კარიერას

ორი მიზეზი ხდის კაკას წასვლას გარდაუვალს. პირველი არის სპორტული მხარე. კაკა მადრიდში ჩამოვიდა როგორც ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი სუპერ შენაძენი 2009-10 წლებში. ის კრისტიანო რონალდოსთან ერთად მოვიდა, თუმცა ბრაზილიელმა იმედები ვერ გაამართლა პორტუგალიელისგან განსხვავებით.

მეორე მხარე არის ეკონომიური. ლუკა მოდრიჩის შესაძენად მადრიდს გარკვეული თანხა სჭირდება. თანაც კაკას შენახვა გუნდს წელიწადში ცხრა მილიონი ევრო უჯდება. "რეალი" მის გაყიდვას 25 მილიონ ევროდ ფიქრობს.

მოურინიო ცდილობდა მოთამაშის "დაბრუნებას" გასულ ორ წელში, თუმცა ეს არ გამოვიდა ბენზემასგან განსხვავებით, რომელმაც ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

კაკას წასვლა გარდაუვალი ჩანს ამ ზაფხულში. ერთადერთი საფიქრალია თანხა თუ რამდენად უნდა გაიყიდს ნახევარმცველი.

წყარო: as.com

  • ivane
  • 14 ივლისი 2012
  • 2 495
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)