"ბერნაბეუს" რეკონსტუქციის პროექტი 15 სექტემბერს დამტკიცდება
"ბერნაბეუს" რეკონსტრუკცია მომდევნო სეზონში დაიწყება.
სულ ახლახანს მადრიდის "რეალმა" ტენდერი გამოაცხადა "ბერნაბეუს" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ყველა არქიტექტორი სამი კომპანიიდან შეირჩევა, გამარჯვებული კი 15 სექტემბერს გამოვლინდება.
ფლორენტინო პერესი ახალი სეზონიდან "სანტიაგო ბერნაბეუს" რადიკალურად გარდაქმნას გეგმავს, იგი აპირებს სტადიონი მადრიდში არქიტექტურის "ხატად" აქციოს. ცნობილია, რომ სტადიონი გარეგნულ ცვლილებთან ერთად მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდება, ერთ-ერთი მათგანი კი ახალი მოძრავი სახურავი იქნება.
გავიხსენოთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" პრადოს მუზეუმის შემდეგ მადრიდში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ამიტომ სტადიონის ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს, რომ სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 14 ივლისი 2012
- 2 248
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.