ჟოზეს გუნდში არა 25, არამედ 22 ფეხბურთელი სურს
ჟოზე მოურინიოს გუნდის კოლექტივი გადამეტებულად ეჩვენება, პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით სეზონი არა 25-მა, არამედ 22-მა მოთამაშემ უნდა დაიწყოს, შეგირდების შემცირებული რაოდენობა დადებითად იმოქმედებს გუნდის ფორმირებაზე...
მთავარ მწვრთნელს 22 მოთამაშიდან, სამი გოლკიპერი სურს, 19-მა ფეხბურთელმა კი კარს გარეთ უნდა ითამაშოს, გუნდში კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი ირიცხება. ჰამიტ ალტინტოპის წასვლით კოლექტივს ერთი ფეხბურთელი მოაკლდა, მაგრამ ეს არ კმარა, რადგან კასტილიიდან უნდა გადმოვიდა ალვარო მორატა, ასევე იგეგმება ხესუს ფერნანდესის მთავარ გუნდში გადმოყვანა, ასევე ყველამ კარგად იცის, რომ სამეფო კლუბს ძალიან სურს ლუკა მოდრიჩის შეძენა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფერნანდო გაგო, რომელიც რომაში იჯარის წესით არის განათხოვრებული და არგენტინელს შესაძლოა ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება მოუწიოს.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი საგონებელში გახლავთ ჩავარდნილი, მან უნდა შეადგინოს ფეხბურთელების სია, რომლებიც "ბლანკოსის" რიგებს დატოვებენ. ალბათ ყველასთვის თვალნათლივი გახლავთ, რომ გუნდს რიკარდო კარვალიო დატოვებს, ფერნანდო გაგოს დაბრუნების შემთხვევაში იგი აუცილებლად მიაშურებს სხვა კოლექტივს.
2 ფეხბურთელი გუნდიდან აუცილებლად წავა, მაგრამ ეს არ კმარა. "რეალი" ამ სეზონში მინიმუმ ოთხმა მოთამაშემ უნდა დატოვოს. კარვალიოსთან და გაგოსთან ერთად კარი შეიძლება რიკარდო კაკამ და ნური შაჰინმაც გაიხურონ, მაგრამ მოურინიოს ჯერ არ გადაუწყვეტია შეელევა თუ არა ამ ორ ფეხბურთელს.
ასევე უნდა გავიხსენოთ, ლასანა დიარა, რომელიც მადრიდში უკვე 2 წელიწადია მერყევად ასპარეზობს, მისი გაშვება ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს იგეგმება, მაგრამ ფრანგი საბოლოო ჯამში გუნდში რჩება, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზემ ლასი შესაძლოა მარჯვენა მცველად განამწესოს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თვენახევარია დარჩენილი, ასე რომ ცვლილებები სულ მალე დაიწყება.
- 13 ივლისი 2012
- 2 061
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.