დი მარიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ანხელ დი მარიას საუკეთესო სეზონი არ ჰქონია, რაც მეტწილად ტრავმებით იყო განპირობებული, მიუხედავად ამის სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ მას რეალში დარჩენა 2018 წლამდე შესთავაზეს, რაზეც არგენტინელი დათანხმდა და მოაწერა კიდეც ხელი ახალ კონტრაქტს.
ამ გზით ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივ ვადიანი კონტრაქტი აქვს მადრიდის რეალთან, მას მოჰყვებიან: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, კოენტრაო, ვარანი და შაჰინი, რომლებიც სამეფო კლუბის "საკუთრებაში" 2017 წლამდე არიან.
დი მარიას კონტრაქტის გახანგრძლივება რეალის პოლიტიკის დადასტურებაა, რომლის მიხედვითაც კლუბი ცდილობს შეინარჩუნოს წამყვანი ფეხბურთელები და მათთან ხანგრძლივ ვადიანი კონტრაქტები გააფორმოს. მოურინიოს სურს შეინარჩუნოს გუნდის ხერხემალი, მიუხედავად იმისა, რომ ეძებს ახალ ფეხბურთელებს გარკვეულ პოზიციებზე. სულ ბლანკოსის შემადგენლობაში ორი ფეხბურთელია, რომელსაც მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ კონტრაქტი რეალთან, ესენი არიან გრანერო და ლასანა დიარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პირატი ახლოს არის ახალი ხელშეკრულების დადებასთან, ხოლო ლასის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- 13 ივლისი 2012
- 1 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.