ბეკენბაუერი: "ხედირა ნებისმიერ გუნდს მოუხდება"
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტს ფრანც ბეკენბაუერს ხედირას "ალიანს არენაზე" ხილვა სურს.
ფრანც ბეკენბაუერს მიაჩნია, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიო საჭირო ფეხბურთელებით უზრუნველყო საჭირო დროს. ფეხბურთელებით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს ყველაფერი დადონ მოედანზე. ამ მხრივ კი ბეკენბაუერის სიმპატიები მადრიდული გრანდის გერმანელ ნახევარმცველზე სემი ხედირაზე იხრება.
"ხედირა იმ ფეხბურთელების პროტოტიპია, რომლებიც მუდმივად მზად არიან ყველაფერი გაიღონ საკუთარი გუნდისთვის."-განაცხადა მან გაზეთ Tz საუბარში. "ძნელია დღეს მოვძებნოთ ამ სახის მოთამაშე, იგი გუნდისთვის ნამდვილად საჭირო ფიგურაა."
"მე არ მაკმაყოფილებს ბოლო ორი წლის გნმავლობაში "ბაიერნის" ნაჩვენები შედეგი. გუნდი თავი პოტენციალის 70/80% თუ აჩვენებს არ არის საკმარისი და ეს უკვე პრობლემაა."
გერმანელი ექსპერტები და ფანები მიჩნევენ, რომ "ბაიერნს" აკლდა ბრძოლის უნარიენობა გადამწყვეტ მომენტში. ბეკენბაუერი კი მიიჩნევს, რომ ხედირა არის ის ფეხბურთელი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში შეუძლია თავის თავზე აიღოს ლიდერობა და გუნდს წარმატება მოუტანოს.
"ხედირა გუნდისთვის არა მარტო მისაღები მოთამაშეა, არამედ გუნდის ნამდვილი ლიდერია და მისი სტილის ფეხბურთელის პოვნა ძალზედ რთულია. ერთი სიტყვით ხედირას ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდში გამორჩეული ფიგურა იქნება. ძალიან კარგი იქნებოდა ხედირას ხილვა მიუნხენის "ბაიერნში", ვფიქრობ ის გუნდს ნამდვილად გააძლიერებდა."-განაცხადა ბეკენბაუერმა.
- 13 ივლისი 2012
- 2 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.