მზადება 16 ივლისს დაიწყება
ჟოზე მოურინიომ შეგირდებს, კიდევ ერთი დღით დასვენების საშუალება მისცა.
ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი დღით გაეხანგრძლივებინა არდადეგები. მოსამზადებელი ეტაპი კვირას 15 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ სამეფო კლუბის თავკაცმა, მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.
16 ივლისს ვარჯიშს მხოლოდ ის ფეხბურთელები განაახლებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე არ იყვნენ. გარდა ამისა გუნდს შეუერთდებიან კასტილიის ფეხბურთელები:კასადო, ნაჩო, ლუკასი, ჩერიშევი, მატეოსი, ალექსისი, პაჩეკო და ივანი.
ინფორმაციის წყარო:defensacentral.com
- 13 ივლისი 2012
- 1 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.