სერხიო რამოსი მოუთმენლად ელის "მილანთან" მატჩს
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა გაზეთ Marca-თან ისაუბრა ოთხშაბათის მატჩზე "მილანის" წინააღმდეგ.
"ეს იქნება საუკეთესო მატჩი ევროპაში. კარგი დროა საქმეში ვიხილოთ ორი გრანდი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და ვნახავთ, თუ რა შეგვიძლია" – აცხადებს რამოსი.
რამოსმა იცის, რომ პაოლო მალდინის წასვლის შემდეგ "როსონერის" სურდა მისი შეძენა, მაგრამ ანდალუსიელი მცველი არ აპირებს "სამეფო კლუბიდან" წასვლას. "მე ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და არსასდ წასვლას არ ვაპირებ. ეს კლუბი ძალიან მიყვარს".
სერხიომ ასევე ისაუბრა გუნდის კაპიტან რაულზეც. "ჩვენ უნდა მივულოცოთ კაპიტანს ახალი რეკორდი. მას დიდი ავტორიტეტი გააჩნია. ვიმედოვნებ ის ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც დღეს".
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 19 ოქტომბერი 2009
- 2 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.