ჟოზე მადრიდში დაბრუნდა
როგორც ცნობილია, პორტუგალიელი სპეციალისტი მექსიკაში ისვენებდა და სწორედ "ველური დასავლეთიდან" ჩამოვიდა ესპანეთის დედაქალაქში. ჟოზეს შვებულება დაუმთავრდა და შესაბამისად უახლოეს დღეებში, იგი გუნდს შეკრებს. როგორც ცნობილია, ვარჯიშს მხოლოდ ის ფეხბურთელები დაიწყებენ, რომელთაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არ უასპარეზიათ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოურინიო კარვალიოსთან, ლასანასთან და კაკასთან გეგმავს საუბარს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საუბრების შემდეგ გადაწყდება მათი მომავლის ბედი.
აგრეთვე მოურინიოს ჩამოსვლას სხვა საქმესაც უკავშირებენ, კერძოდ მოდრიჩისას. ჟურნალისტთა ვარაუდით, სწორედ ჟოზემ უნდა გადაწყვიტოს გადმოვა თუ არა ლუკა "რეალში". რჩება კიდევ ორი ფეხბურთელის ბედი გასარკვევი, არენდა დასრულებული გაგოსი და ჰამიტ ალტინტოპის, თუმცა, როგორც ჩანს, პორტუგალიელ სპეციალისტს ამ ორ ფეხბურთელის მომავლის განსაზღვრაში ჩარევა არ სურს....
- 12 ივლისი 2012
- 2 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.