კაკას "ნაპოლისაც" უკავშირებენ
პირველ რიგში იტალიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გაგაცნობთ. კლემენტე მესტალამ, რატომღაც ჟურნალისტებთან საუბრისას კაკაზე გაამახვილა ყურადღება:
"მე მჯერა, რომ კაკა "ნაპოლის" მიაშურებს ამ ზაფხულზე. ცხადია, რომ ის იტალიაში დაბრუნდება, "იუვენტუსი" მისით არაა დაინტერესებული, "ინტერში" რიკის გადასვლა "მილანური" წარსულის გამო ძნელად სავარაუდოა. არამგონია, კაკა "როსონერიში" დაბრუნდეს, ამიტომ რჩება "ნაპოლი". ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა "ნაპოლის" ხელმძღვანელობა "რეალისას" უახლოეს დღღებში მიმართავს."
ცხადია, ეს განცხადება ჟურნალისტებმა მაშინვე აიტაცეს კაკა "ნაპოლის" დაუკავშირეს. რამდენად სიმართლეს შეესაბამება რიკის ნეაპოლში გადაბარგება ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ბრაზილიელის დღეები რომ "რეალში" დათვლილია, ეგ თავისთავად ცხადია, თუმცა მოვლენებს წინ მაინც ნუ გავისწრებთ....
- 12 ივლისი 2012
- 2 177
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.