მადრიდში სერიოზული დებატები მიმდინარეობს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ორად არის გაყოფილი, გუნდის ადმინისტრაციაში უკვე სერიოზულად ფიქრობენ ნური შაჰინის არენდით გაშვებას, რადგან თურქი ფეხბურთელისთვის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უბრალოდ დამღუპველი გახლავთ...
ჟოზე მოურინიო ნურიზე მხოლოდ კარგად საუბრობს, სასტარტო შემადგენლობაში კი მის ადგილს ვერ პოულობს, ფეხბურთელი წინა წლების მანძილზე მუდმივად პროგრესირებდა და მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიპყრო, "ბლანკოსში" გადასვლის შემდეგ, კი მის კარიერაში აშკარა რეგრესი შეიმჩნევა, ამიტომ საქმე აუცილებლად ფეხბურთელის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს.
მადრიდის "რეალს" არ სურს თურქი ტალანტის დაკარგვა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს მის შენარჩუნებას, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციაში მის გაშვებასაც დაუჭირეს მხარი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ნური "ბლანკოსის" ფორმას კიდევ მოირგებს.
საბოლოო კონსესუსი ჯერ არ მიღწეულია, ჯერ-ჯერობით ხელმძღვანელებს შორის დებატები მიმდინარეობს, შესაბამისად მისი მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული, მაგრამ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ 24 წლის ფეხბურთელი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ატარებდეს დროს, ამასაც ისიც ემატება, რომ წინა სეზონში ჟოზემ ის რამდენჯერმე განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
- 11 ივლისი 2012
- 1 874
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.