ოფიციალურად "რეალ მადრიდ ც" სეგუნდა ბ-ში ითამაშებს
მადრიდის "რეალის" მესამე გუნდი სეგუნდა ბ-ში იასპარეზებს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სეგუნდა-ბ გუნდების ოთხივე ჯგუფი, სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ "რეალ მადრიდ ც" პირველ ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც გასულ სეზონში "კასტილიამ" ჩემპიონობა იზეიმა.
გავიხსენოთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო სეგუნდა-ბ მოთხოვნები ხუთმა კლუბმა ვერ დააკმაყოფილა, ამიტომ მათ ჩაენაცვლათ შემდეგი ხუთი გუნდი: "რეალ მადრიდ ც", "ლევანტე ბ", "რასინგი ბ", "ესპანიოლ ბ" და "რეალ ავილესი".
სეგუნდა-ბ პირველ ჯგუფში იასპარეზებენ: "ატლეტიკო ბ", "ლეგანესი", "ხეტაფე ბ", "რაიო ვალეკანო ბ", "რეალ მადრიდ ც", "ალკალა", "სან სებასტიანის დე ლოს რეიესი", "ფუენლაბრადა", "ოურენსე", "კორუხო", "მარინოს დე ლუანკო", "რეალ ავილესი", "ოვედო", "სპორტინგ ბ", "საუდალ დეპორტივო", "მარინო", "ტენერიფე", "გიხუელო", "სალამანკა", "ზამორა".
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru, rfef.es
- 10 ივლისი 2012
- 1 395
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.