"რეალი" კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
მიუხედავათ ყველაფრისა მადრიდის "რეალი" წინასასეზონო მზადებისას, 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
გავიხსენოთ, რომ 24 ივლის მადრიდის "რეალს" ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა მაროკოს ჩემპიონ "ატლეტიკ ტეტუანთან", მაგრამ მატჩი ტრანსპორტირების პრობლემების გამო გადაიდო.
თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ კლუბი ხუთ ამხანაგურ შეხვედრას დასჯერდებოდა, მაგრამ თუ ინტერნეტ გამოცემებს დავუჯერებთ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე შეუთანხმდა "რეალ ოვედოს" და 24 ივლის ამხანაგური შეხვედრა მაინც გაიმართება.
"ოვედო" გახლდათ ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომელიც 2011-12 წწ. სეზონში "კასტილიას" დაუპირისპირდა. უფრო მეტიც "რეალ ოვედო" ერთადერთი კლუბია, რომელმაც გასულ სეზონში "კასტილიელები" დაამარცხა.
სრული გრაფიკი ამხანაგური მატჩების ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, ამიტომ ოფიციალურად არ დაუდასტურებია მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას "ოვედოსთან" მატჩი.
ინფორმაციის წყარო:Merengues.ru, Defensacentral.com
- 10 ივლისი 2012
- 1 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.