ვოლფგანგ ჰოლცაუზერი:"კარვახალს დიდი მომავალი აქვს"
ლევერკუზენის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰოლცაუზერმა განაცხადა, რომ კარვახალის გადაბირებას ჟოზე მოურინიომ მხარი დაუჭირა.
„რუდი ფიოლერი არაერთხელ დაუკავშირდა ჟოზეს. მისი დამსახურებაა, რომ ახლა კარვახალი აქ იმყოფება. ამ ფეხბურთელს აქვს რწმენა.“
„კარვახალი არის მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი. მის განვითარებას ხელი შეუშალა ალვაროსა და სერხიო რამოსის ბრწყინვალე თამაშმა.“
„დანიელი კარგად მოერგება ჩვენს სტილს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას შეუძლია წინსვლა და განვითარება. ჩვენ მოხარული ვართ მისი აქ გადმოსვლით.“–განაცხადა ბაიერნ „ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.
"კარვახალი, მიუხედავად ასაკისა ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს."– დაასრულა კლუბის პრეზიდენტმა.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 10 ივლისი 2012
- 1 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.