კაკას გუნდიდან წასვლა სურს
რიკარდო კაკამ ჟოზე მოურინიოს გაშვება თხოვა. იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, რიკის "მილანში" დაბრუნება სურს და ხელფასის 4 მილიონი ევროთი შემცირებაზეც თანახმაა...
ამჟამად ბრაზილიელი ნახევარმცველის ჰონორარი 10 მილიონ ევროს შეადგენს, "როსონერი" კი მას მხოლოდ ექვსს სთავაზობს, მაგრამ კაკა მზად არის კომპრომისზე წასასვლელად თუ მუდმივად ექნება სასტარტო შემადგენლობაში ადგილი.
რიკის სურს "ბლანკოსმა" იგი იმ ფასში გაუშვას, რა თანხასაც მილანი იხდის, რადგან მან მადრიდის "რეალში" ფეხი ვერ მოიკიდა და არ სურს კარიერის ბოლო წლები მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომით გაატაროს.
- 10 ივლისი 2012
- 3 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.