დანიელ აგერს "რეალს" უკავშირებენ
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მცველის ძიებაშია, მათი მთავარი ინტერესი მარჯვენა ფლანგისკენ არის მიმართული, მაგრამ თუკი ფლანგის მცველის შესყიდვა ვერ მოხდა, მაშინ დედაქალაქელები ცენტრისკენ წაიწევენ და სერხიო რამოსს კვლავ ძველ პოზიციაზე განამწესებენ...
დუგლას მაიკონის ტრანსფერი ჩაშლილად გამოცხადდა, ასევე წარუმატებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გლენ ჯონსონთან დაკავშირებით, გამომდინარე აქედან, სამეფო კლუბის ადმინისტრაციამ შესაძლოა ხელი ჩაიქნიოს და მარჯვენა ფლანგს კვლავ სერხიო რამოსი დაუბრუნოს, ცენტრში კი სხვა მცველი მოძებნოს.
რიკარდო კარვალიო გუნდს 99% დატოვებს, ასე რომც არ მოხდეს ჟოზე მას აღარ ენდობა, რაფაელ ვარანი კი ძალიან გამოუცდელი გახლავთ იმისათვის, რომ "ბლანკოსის" დაცვის ხაზის ბურჯი გახდეს და პეპეს შეუწყვილდეს, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბს გამოცდილი უკანახაზელი სჭირდება.
იტალიური საინფორმაციო გამოცემა "Itasportpress" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიომ თვალი ლივერპულის მცველს, დანიელ აგერს დაადგა, რომელსაც მერსისაიდულ კლუბში თამაშით უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მაღალი დონის მცველად ითვლება.
აგერს თამაში დაცვის ცენტრში შესანიშნავად გამოსდის, მან "წითლების" რიგებში 170 შეხვედრა გამართა, ასევე აღსანიშნავია, რომ დანიელი უნივერსალია და როგორც დაცვის ცენტრში , ასევე მარცხენა ფლანგზეც ბრწყინვალე ირჯება, მაგრამ "ბლანკოსს" ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, მარცხენა ფლანგზე ისედაც დიდი კონკურენციაა, სადაც ერთმანეთს პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო და ბრაზილიელი მარსელო ვიეირა ენაცვლებიან.
- 10 ივლისი 2012
- 1 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.