ხუთი ამხანაგური შეხვედრა
ზაფხულის პირველი საკონტროლო შეხვედრა შედგება 27 ივლისს ლისაბონში სტადიონ ”და ლუშ”-ზე, სადაც ”თეთრები” ლეგენდარული ეუსებიოს პატივსაცემად დაუპირისპირდებიან ადგილობრივ ”ბენფიკა”-ს. თამაშისთვის მოსამზადებლად ”მადრიდის რეალს” 13 დღე ექნება: ფეხბურთელები შვებულებიდან 15 ივლისს უნდა გამოვიდნენ.
ლისაბონში გასამართი შეხვედრის შემდეგ ”თეთრები”, როგორც მოურინიოს დროს ჩვევად ექცათ, გაემართებიან ა.შ.შ-ში და იქაური ტურიც ამით გაიხსნება, გუნდს იქ შემოუერთდებიან ფეხბურთელები, რომლებიც მიმდიანრე ევროპის ჩემპიონატზე იღებდნენ მონაწილეობას: კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდუ, პეპე, ფაბიო კოენტრაუ, სამი ხედირა , მესუთ იოზილი.
ესპანელი ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრო-2012-ის ფინალში (იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო, რაულ ალბიოლი), გუნდს მოგვიანებით, უფრო სწორად კი 30 ივლისს შემოუერთდებიან.
ტურნირი «World Football Challenge» -ის ფარგლებში ა.შ.შ-ში ”მადრიდის რეალი” ითამაშებს ოთხ ამხანაგურ შეხვედრას: 2 აგვისტოს ”ლოს ანჯელეს გალაქსისთან” (კარსონი, კალიფორნია), 5 აგვისტოს ”სანტოს ლაგუნდა დე მექსიკოსთან” (ლას ვეგასი), 8 აგვისტოს ”მილანი” (ნიუ-იორკი) და 11 აგვისტო ”სელტიკი” (ფილადელფია)
ამით წინასასეზონო მომზადება დასრულდება, ვინაიდან უკვე ეღი კვირის თავზე 18-19 აგვისტოს ჩატარდება ლა ლიგის პირველი ტური, (”მადრიდის რეალი” პირცელ შეხვედრას 19 აგვისტოს გამართავს ”ვალენსიას” წინააღმდეგ), ხოლო ამის შემდეგ ”თეთრებს” მოუწევთ ესპანეთის სუპერ თასის ორი შეხვედრის ჩატარება ”ბარსელონას” წინააღმდეგ: 22 აგვისტოს ”კამპ ნოუზე” და 29 აგვისტოს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”.
ჯერჯერობით უცნობია მხოლოდ ერთი რამ, ესაა თუ როდის გაიმართება ”სანტიაგო ბერნაბეუს თასის” შერხვედრა, რომლის ფარგლებშიც ”სამეფო გუნდი” კოლუმბიურ ”მილიონარიოს”-ს დაუპირისპირდება.
- 9 ივლისი 2012
- 1 875
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.